კალათა0ნივთი

privacy

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები

შპს „პიტსტოპი“ (ს/კ 400262504) პატივს სცემს მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვას და უზრუნველყოფს მათი დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, რა მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნით ვამუშავებთ და როგორ ვიცავთ მათ.

ვებგვერდ pitstop.ge-ით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აღნიშნულ პოლიტიკას.

2. როგორ ვაგროვებთ მონაცემებს

თქვენი მონაცემები შეიძლება მივიღოთ შემდეგი გზებით:

  • ვებგვერდზე რეგისტრაციისას
  • შეკვეთის განხორციელებისას
  • ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებული კომუნიკაციისას
  • ელფოსტით ან სატელეფონო მიმართვისას
  • ვებგვერდის გამოყენებისას ავტომატურად (cookies/ლოგები)
  • საჯარო წყაროებიდან, კანონით დაშვებულ ფარგლებში
3. რა მონაცემებს ვაგროვებთ

შესაძლებელია დამუშავდეს შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

პერსონალური მონაცემები
  • სახელი, გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელფოსტა
  • მიწოდების/ბილინგის მისამართი
  • შეკვეთების ისტორია
გადახდის ინფორმაცია

ონლაინ გადახდები ხორციელდება პარტნიორი ბანკის დაცული სისტემის მეშვეობით.
კომპანია არ ინახავს და არ ამუშავებს ბარათის მონაცემებს.

ტექნიკური მონაცემები
  • IP მისამართი
  • ბრაუზერის ტიპი
  • მოწყობილობის ინფორმაცია
  • ვიზიტის დრო და ნანახი გვერდები
  •  
Cookies

ვებგვერდი იყენებს cookies ტექნოლოგიას:

  • ავტორიზაციისთვის
  • საიტის გამართული ფუნქციონირებისთვის
  • ანალიტიკისთვის
  • მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად
4. მონაცემების დამუშავების მიზნები

მონაცემები გამოიყენება:

  • შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდებისთვის
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის
  • ანგარიშის მართვისთვის
  • გადახდების დამუშავებისთვის
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
  • უსაფრთხოების და თაღლითობის პრევენციისთვის
  • სტატისტიკური ანალიზისთვის
  • მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში – მარკეტინგული შეთავაზებებისთვის
5. მონაცემების გაზიარება

მონაცემები შეიძლება გადაეცეს:

  • კურიერულ კომპანიებს (მიწოდებისთვის)
  • პარტნიორ ბანკებს (გადახდისთვის)
  • IT/ჰოსტინგის პროვაიდერებს
  • კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებს

კომპანია არ ყიდის და არ გადასცემს მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებზე კომერციული მიზნით.

6. მონაცემების შენახვის ვადა

მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია:

  • შეკვეთის შესრულებისთვის
  • ბუღალტრული/საგადასახადო ვალდებულებებისთვის
  • სამართლებრივი მოთხოვნებისთვის

შემდგომ მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება.

7. მონაცემთა უსაფრთხოება

კომპანია იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს:

  • დაშიფრული კავშირი (SSL)
  • შეზღუდული წვდომა მონაცემებზე
  • სერვერების დაცვა
  • ავტორიზაციის კონტროლი

თუმცა, ინტერნეტით გადაცემული ინფორმაციის აბსოლუტური უსაფრთხოება გარანტირებული არ არის.

8. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მოითხოვოს საკუთარი მონაცემების ნახვა
  • მონაცემების გასწორება/განახლება
  • მონაცემების წაშლა (კანონით დაშვებულ ფარგლებში)
  • მარკეტინგულ კომუნიკაციაზე უარის თქმა

მოთხოვნის შემთხვევაში მოგვწერეთ: info@pitstop.ge

9. არასრულწლოვნები

ვებგვერდი განკუთვნილია 18 წელს გადაცილებული პირებისთვის. არასრულწლოვნების მონაცემები შეგნებულად არ მუშავდება.

10. პოლიტიკის ცვლილება

კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა. განახლებული ვერსია ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.